воскресенье, 19 марта 2017 г.

ინტელის მე-9 დღე

დღეს ვისწავლეთ დოკუმენტის, მთლიანი ფაილის და პრეზენტაციის დრაივზე შენახვა, ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა და გამოქვეყნება.
მოვუსმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს.

вторник, 14 марта 2017 г.

ინტელის მე-8 დღე

დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე, გავაკეთეთ ხარაჩო, თუ როგორ იმუშავოს მოსწავლემ, გავეცანით კითხვარებს დიფერენცირებულ სწავლებაზე, ვისწავლეთ მოსწავლეთა დასაჯგუფებელი აქტივობები, როგორი დავალებები უნდა მივცეთ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ ბავშვებს და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს.
ქალბატონო დარეჯან, პროექტების გაკეთების სურვილი გაქვთ?

пятница, 10 марта 2017 г.

ინტელის მე-7 დღეს გავარჩიეთ მოსწავლის სავარაუდო ნიმუში. ვისაუბრეთ პროექტის შეფასებაზე, ავარჩიეთ ჯგუფური და ინდივიდუალური  შეფასების ცხრილები. ინდივიდუალური შეფასებისათვის გავაკეთეთ ძლიერ, საშუალო და სუსტ მოსწავლეებზე მორგებული ცხრილები. ვისაუბრეთ გაგების შემოწმებაზე და მეტაშემეცნების წახალისებაზე.

четверг, 9 марта 2017 г.

ინტელის ტრენინგის  მე-6 დღეს ვისწავლეთ მე-4 მოდელის გამოყენება, რომელიც ითვალისწინებს , რომ მასწავლებელმა უნდა მოირგოს მოსწავლის როლი  და გავაკეთეთ  მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი.,ვიმუშავეთ გეგმაში სასწავლო პროცედურების შევსებაზე,ასევე  გავეცანით საავტორო უფლებების მარტივ შამბლონს. ტრენინგის ბოლოს მქონდა რამოდენიმე შეკითხვა, რაზეც ამომწურავი პასუხები მივიღე.

воскресенье, 5 марта 2017 г.

ინტელის ტრენინგის მე-5 დღეს  ვიმუშავეთ წყვილებში, გავაკეთეთ კომენტარი. ვიმუშავეთ მოსწავლის საჭიროებების  შეფასებაზე, ბლოგებში პოსტის დადებაზე, მის წაშლასა და რედაქტირებაზე, ვისწავლე ჩანართების გაკეთება, გაჯეტის  დამატება, სურათის გადატანა.

ინტეგრირებული გაკვეთილი

суббота, 4 марта 2017 г.

ტრენინგის მე-4 დღეს განვიხილეთ რამოდენიმე პროექტი, ყურადღება გავამახვილეთ მიმართულების მიმცემ  კითხვებზე, ვისაუბრეთ თუ რა უნდა გამოვიყენოთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის  დასადგენად, განვიხილეთ მეთოდი ვ.მ.ვ. ვისაუბრეთ პროექტის შეფასებაზე- მისი გამოყენება  აუმჯობესებს სწავლა-სწავლებას, რომელიც მასწავლებელს ეხმარება , რომ შექმნას 21-ე საუკუნის უნარებზე მორგებული შეფასებები.

воскресенье, 26 февраля 2017 г.

ტრენინგის მესამე დღე

ვიმუშავეთ  სასწავლო პროექტის  გეგმის შაბლონზე, შევარჩიეთ  ინდიკატორები  ესგ-დან,  ზმნები გადავიყვანეთ მომავალ დროში და ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით    გავარკვიე გავდივარ თუ არა აზროვნების მაღალ  დონეზე. ასევე ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო  კითხვებზე.

суббота, 25 февраля 2017 г.

ინტელის ტრენინგის მეორე დღე

მეორე  დღეს   გავიმეორეთ წინა  ტრენინგის  მასალები, შევქმენით  ვორდში მე-4 აქტივობის ნაბიჯი1.  შევქმენით  პუბლიკაციის  ჩეკლისტი და პუბლიკაცია.გავიხსენე  სურათების  გადმოწერა. და გადატანა  პუბლიკაციის გვერდზე. ბლოგზე  ვიყავი  დარეგისტრირებული.