პროექტის სახელწოდება:
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში
პროექტის მთავარი
იდეა: როგორ გავრცელდა ქრისტიანობა; მისი არსი და მნიშვნელობა.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები იგებენ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების თარიღს, ვინ გაავრცელა ქრისტიანობა,
ვისი მეფობის დროს მოხდა , ვინ იყვნენ ქართველები ქრისტიანობის მიღებამდე.
პროექტის მიზნები:
გაეცნობიან წმინდა მოციქულთა მოგზაურობას საქართველოში
, წმინდა ნინოს ცხოვრებას და ღვაწლს, ცამეტ ასურელ მამათა ღვაწლს, ქართველ მოწამეთა
ცხოვრებას,გაეცნობიან საქართველოს ისტორიულ ძეგლებს.
მონაწილეთა ასაკი:
8-9 წელი
ვადები:
6თვე
მოსალოდნელი შედეგები:
ჩამოუყალიბდეს პატრიოტიზმის, ტრადიციების, ადათ-წესების დაცვა და პატივისცემა,ჩამოუყალიბდეს
ქრისტიანული რწმენა.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ექსკურსიები, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა,თაბახის
ფურცლები პასტა ,ფანქარი.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობენ. მოიძიებენ ინფორმაციებს ქრისტიანობის გავრცელების შესახებ. უკვე მოვაწყვეთ ექსკურსია მცხეთაში და ოქტომბრამდე უნდა შეაგროვონ ცნობები
წმინდა ნინოს ცხოვრებაზე. ცამეტ ასურელ ბერზე მოიძიონ ინფორმაციები და სურათები.მოეწყობა ექსკურსიები.
საგნებთან ,ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართულისა და
რელიგიის ინტეგრირებული სწავლების შედეგად მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ცოდნა ქრისტიანობის გავრცელებაზე.
პროექტის ხელმძღვანელი:მანანა ივანიძე
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა:mivanidze3@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://mivanidze3.blogspot.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий